კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უნდა გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე. უნდა დავიწყოთ გლობალური კამპანია-ზელენსკი

ნახვები: 383 უნდა გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე. უნდა დავიწყოთ გლობალური კამპანია-ზელენსკი

მსოფლიოს უკრაინელების მსგავსი სიმამაცის ათი პროცენტი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის 43-ე დღის შეჯამებისას განაცხადა.

„მთელ მსოფლიოში ყველას იმ სიმამაცის 10%-ი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ შეექმნებოდა საფრთხე. საფრთხე არ შეექმნებოდა ერების თავისუფლებას. უნდა გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე. უნდა დავიწყოთ გლობალური კამპანია",- განაცხადა ზელენსკიმ

მან ასევე ისაუბრა უკრაინის საჭიროებებზე და თქვა, რომ კიევს სჭირდება უფრო თამამი სანქციები უკრაინის წინააღმდეგ და მეტი იარაღი.

„პირველ რიგში, უკრაინას სჭირდება შეიარაღება, რაც საშუალებას მოგვცემს გამარჯვებას მივაღწიოთ ბრძოლის ველზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ",- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დღეს რუსი სამხედროები ადამიანების უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენენ. მისივე თქმით, რუსი პროპაგანდისტები მარიუპოლში ამზადებენ პროვოკაციას და მათ მიერ მოკლული მოქალაქეების დაღუპვაში უკრაინელი ჯარისკაცების დადანაშაულებას აპირებენ.

„ყველა მკვლელობა იქნება გამოძიებული. ყველა ჯალათს ვიპოვით. ყველა, ვინც აუპატიურებდა და მაროდიორობდა, გამოვლინდება. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა