კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია- ირაკლი კობახიძე ელჩის გაწვევაზე

ნახვები: 387 ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია- ირაკლი კობახიძე ელჩის გაწვევაზე

როდესაც ელჩის გაწვევა მოხდა, ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია და ამაზე ხელი უნდა მოეთბო „ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, უკრაინის ​ელჩის გაწვევის საქმეში შეიძლება ბევრი ფაქტორი ჩაერთოს.

„ერთი ეს იყო საზოგადოებაში ემოციური ფონის შეცვლა, შეიძლება პიროვნული ანგარიშსწორება, შეიძლება იყოს ქვეყნის გარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობა და ა.შ. ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია პრობლემის სათავე, სათავე კი არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა". ისინი უკრაინაში არიან ხელისუფლებაში და ეს თანხვედრა საბოლოო ჯამში წარმოშობს პრობლემას. მაგრამ, წარმოშობს პრობლემებს ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში და ძალიან მცირე დოზით - საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა