ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა

ნახვები: 375 ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთი ავრცელებს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

„მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მოაწერენ, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე, დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე, შეზღუდავს სატვირთო და საზღვაო გადაზიდვებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, შემოიღებს აკრძალვას რუსული ხიზილალას და არყის იმპორტზე. კიდევ უფრო შეზღუდავენ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტს და ასევე დააყადაღებენ ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ბანკის აქტივებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები ასევე დაწესდება რუსი ოლიგარქების, პროპაგანდაში ჩართული პირებისა და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში მომუშავეთა წინააღმდეგ.

ახალი სანქციები ევროკავშირის ჟურნალში ხვალ გამოქვეყნდება და შესაბამისად ძალაში შევა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა