ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბელარუსის მხრიდან საფრთხე რჩება ძალიან მაღალი-ანდრეი კასიანოვი

ნახვები: 382 ბელარუსის მხრიდან საფრთხე რჩება ძალიან მაღალი-ანდრეი კასიანოვი

ბელარუსის მხრიდან საფრთხე რჩება ძალიან მაღალი, რაზეც ისაუბრა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი დანილოვმა, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა იტოვებს უფლებას, მთავარსარდლის ბრძანების შემთხვევაში, განახორციელოს პრევენციული სარაკეტო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიაზე, იმ საფრთხისშემცველ სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ემუქრებიან უკრაინას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა სამხედრო მოქმედება, რომელიც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე, ხდება ომის წესების შესაბამისად. რუს ტყვეებს უკრაინა ექცევა სამხედრო სამართლისა და ჟენევის კონვენციის დებულებების შესაბამისად", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, მარტის დასაწყისში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა არ გამორიცხა უკრაინის მიერ ბელარუსზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა ბელარუსული ძალების შეჭრის შემთხვევაში.

„ჩვენი ძალები ანადგურებენ იმ ტექნიკასა და რესურსებს, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, თუმცა თუ მთავარსარდალი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს გაკეთებული იქნება", - განაცხადა დანილოვმა შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას ბელარუსში ობიექტებზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა