კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძეს მიშელთან შეხვედრა სურს

ნახვები: 344 ირაკლი კობახიძეს მიშელთან შეხვედრა სურს

უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება. მიქანაძე ვერ აკონკრეტებს, მაგრამ ვარაუდობს, რომ კობახიძე შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდეს.


„მე არ ვიცი, ვისთან არის დაგეგმილი შეხვედრა. ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირველ პირებთან არის. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომლის თაობაზეც დარწმუნებული ვარ დანიელსონმა ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა,"- განაცხადა მიქანაძემ „პალიტრანუსის" ეთერში.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა. ამასთან, CNews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩმა დეგნანამა სახელმწიფო დეპარტამენტიდან კონკრეტული დავალება მიიღო, რომლის შინაარსიც ასეთია: საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ სრულად ეთანხმება ევროკავშირის ძალისხმევას კრიზისის მოგვარების საკითხში და კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, შეუერთდება ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დაწესდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა