ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ენტონი ბლინკენსა და დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნახვები: 339 ენტონი ბლინკენსა და დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ინფორმაცია Twitter-ის საკუთარ გვერდზე დავით ზალკალიანმა დაწერა.

"შესანიშნავია, რომ მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", - წერს დავით ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ენტონი ბლონკენის სამდღიოანი ვიზიტი იწყება.

ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად, ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან სხვადასხვა საკითხზე გამართავს კონსულტაციებს. დღის წესრიგშია ავღანეთის სამშვიდობო პროცესის, ირანის ბირთვული პროგრამისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების განხილვა. სახელმწიფო მდივანი ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ის ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბლინკენი ბრიუსელს მეორედ ეწვევა. ბოლოს, ბელგიის დედაქალაქში მარტის შუა რიცხვებში იმყოფებოდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა