სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

ნახვები: 471 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

33 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

33 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია - 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი - 15 წლის; ნატო გიორგაძე - 23 წლის; თამუნა დოლიძე - 28 წლის; თინა ენუქიძე - 70 წლის; ნინო თოიძე - 22 წლის; ზაირა კიკვიძე - 61 წლის; მანანა ლოლაძე - 34 წლის; თამარ მამულაშვილი - 50 წლის; ვენერა მეტრეველი - 45 წლის; მამუკა ნოზაძე - 21 წლის; ნანა სამარგულიანი - 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი - 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი - 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის; თამარ ჭოველიძე - 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის; მზია ჯინჭარაძე - 43 წლის; მანანა მელქაძე - 26 წლის და გია ქარსელაძე - 25 წლის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა