მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რუსეთი შესაძლოა 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეეცადოს

ნახვები: 284 რუსეთი შესაძლოა 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეეცადოს

რუსეთი შესაძლოა 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას გეგმავდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა საფრანგეთის ელჩ ეტიენ დე პონსენთან შეხვედრისას განაცხადა.

„კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. მათ შესაძლოა უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულონ იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა 400 ათასს ადამიანს რუსული პასპორტები დაურიგა. რუსეთი პროვოკაციების მოწყობას შეეცდება.

შექმნილი ვითარების ფონზე უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს რუსეთისთვის მკაცრი სიგნალი იქნება,"- აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა