ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება, ეს ურყევი გადაწყვეტილებაა-სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 386 საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება, ეს ურყევი გადაწყვეტილებაა-სალომე ზურაბიშვილი

მინდა, მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება, ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას, უნდა იცოდეთ, რომ საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 9 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდაკვირვების და არც იდენტობის დაცვის.

„მინდა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება, ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას, უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის, თუ დადებული პირობის გატეხვა - საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდაკვირვების და არც იდენტობის დაცვის.

დღეს საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა - აჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზა. გვინდა, ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ. ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება. ეს გზა განვლილი გვაქვს, მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენ პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება. ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს ამ 9 აპრილს, დიდებულ დღეს. გაუმარჯოს საქართველოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა