ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი-პრეზიდენტი

ნახვები: 392 წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი-პრეზიდენტი

ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდევაც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლის ეზოში მიღება გამართა.

მისივე თქმით, 9 აპრილი საქართველოსთვის კიდევ სხვაგვარი მაგალითია, ეს ქვეყნის უახლესი ისტორიის ის პერიოდია, როცა საზოგადოება შეკრული და ერთიანი იყო.

„სწორედ დღეს, საჭიროა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ერთიანობის საფუძვლებს, ვუპასუხოთ საზოგადოებაში არსებული ეროვნული თანხმობის მოთხოვნას არა მხოლოდ მოწოდებებით და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, არამედ ქმედებით. ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს თანხმობის ერთობლივ დოკუმენტამდე, რომელმაც უნდა ასახოს ჩვენი საერთო ხედვა და საერთო ნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საზოგადოება უკვე თანხმდება ყველაზე მთავარზე - ერთიანი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანში.

„ჩვენ ერთიანები ვართ ევროინტეგრაციის გზის არჩევანში. ერთიანები ვართ კანონის უზენაესობის არჩევანში. დღეს ასევე ერთიანები ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენი მანიპულირება, ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა და ჩვენს მიერ არჩეული გზიდან გადახვევა. ჩვენ თუ ჩვენს თავში ვიქნებით დარწმუნებულნი, გაერთიანებულნი ჩვენი მთავარი პრინციპების ირგვლივ და შევძლებთ, რომ არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანი, სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს და ბოლომდე დავიცვათ, ეს იქნება 9 აპრილის კიდევ ერთი გამარჯვება. 9 აპრილის მაგალითი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მხოლოდ ერთიანობით, ერთსულოვნებით და ერთიანი მომავლის ხედვით შეუძლია საქართველოს გაუძლოს ამ საუკუნის გამოწვევებს, როგორც გაუძლო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდევაც.

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან. ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება, უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ერთმუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ეხება ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, რომლებთანაც ბოლოს და ბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა