ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბუჩაში ხალხს თვალებს უწვავდნენ და სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, მათ შორის ბავშვებს-დენისოვა

ნახვები: 501 ბუჩაში ხალხს თვალებს უწვავდნენ და სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, მათ შორის ბავშვებს-დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ბუჩაში ოკუპანტები ადამიანებს სიკვდილამდე აწამებდნენ, თვალებს უწვავდნენ და სხეულის ნაწილებს კვეთდნენ.

დენისოვას თქმით, აწამებდნენ არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც.

"ბუჩაში, იაბლუნსკაიას ქუჩაზე რაშისტებს წამების პალატა ჰქონდათ მოწყობილი. გადარჩენილების თქმით, აქ კადიროველების შტაბი იყო. ისინი ადამიანებს ხვრეტდნენ, თვალებს უწვავდნენ, სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, აწამებდნენ სიკვდილამდე არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ ბუჩაში ამ დროისთვის 360 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, რომელთა შორის სულ მცირე 10 ბავშვია", - აღნიშნა დენისოვამ.

ომბუდსმენის განცხადებით, გოსტომელსა და ირპენს შორის მდებარე ტყეში ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა დაცხრილული ავტომობილი, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა.

დენისოვამ მოუწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გაითვალისწინოს ეს ფაქტები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა