ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს-ლაშა ხუციშვილი

ნახვები: 410 დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს-ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავის ხარისხი აქამდეც მოწმდებოდა და ეს პროცესი სამომავლოდაც ანალოგიურად გაგრძელდება.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, მინისტრის განმარტებით, მოსაწოდებელ საწვავთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტები არის გარკვეულწილად ფასების მაჩვენებელი და წინა თვეებთან შედარებით, კონტრაქტებზე ფასები შემცირებულია.

„საწვავის ხარისხზე გეტყვით, რომ ხარისხის კომპონენტის შემოწმება ბუნებრივია, აქამდეც ხდებოდა და შემდგომ პერიოდშიც ანალოგიურად გაგრძელდება. ბუნებრივია, ფასების ინდიკატორი არის გარკვეულწილად ის კონტრაქტები, რომლებიც იდება სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში. ამ კონტრაქტებზე ფასები არის შემცირებული, ვიდრე ეს იყო გასულ თვეს და იანვარში, უფრო მეტად თებერვალში, როდესაც რამდენიმე წლის ისტორიულ მაქსიმუს მიაღწია ფასმა საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ამავდროულად, ვალუტის კურსიც ახდენს შესაბამის კორექტირებას, თუმცა ამ მიმართულებითაც გარკვეულწილად სტაბილურობა შეინიშნება. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალ კონტრაქტებში შემცირებული ფასები და შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს.

„ბუნებრივია, ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს საბოლოოდ საწვავის სარეალიზაციო ფასზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ერთი მხრივ, შემცირებული საწვავის ფასები ახალ კონტრაქტებში და მეორე მხრივ, შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასების კორექტირება უნდა მოხდეს შემცირების მიმართულებით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა