ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთთან ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს-ალექსეი არესტოვიჩი

ნახვები: 405 რუსეთთან ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს-ალექსეი არესტოვიჩი

რუსეთთან ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს, ამ პერიოდში რეგულარული სამხედრო შეტაკებები „გარანტირებულია", - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მან დღევანდელი ვითარება ისრაელსა და არაბებს შორის არსებულ მდგომარეობას შეადარა. მისი თქმით, ისრაელ-არაბებს შორის ხუთი დიდი ომი მიმდინარეობდა, „ვიდრე არ მიხვდნენ, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს და სხვაზე უნდა გადავიდნენ".

„ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა ხუთი, მაგრამ 2035 წლისთვის რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორ, შესაძლოა, ხუთ წელიწადში ერთხელ და დიდ შეტაკებებს ყოველ შვიდ-რვა წელიწადში ერთხელ", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასეთი სცენარისთვის მზად არ არიან, არესტოვიჩი უკრაინის დროებით დატოვებას ურჩევს.

„ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ყვირის, თუ როგორ იცხოვროს და აღზარდოს ბავშვები, სხვა ქვეყანა სჭირდება. აქ ახალი ისრაელია, მხოლოდ მასშტაბები უფრო ძლიერი და საშინელია", - განაცხადა არესტოვიჩმა და დაამატა, რომ ოჯახის ქვეყნიდან გაყვანას არ გეგმავს.

„ყველა ჩემი ახლობელი აქ არის და იქნება, ვინც მზად არ არის, არის თბილი ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. წადით იქ, თუ მზად არ ხართ", - დაამატა მან.

არესტოვიჩის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დონბასის მთელი ტერიტორია პუტინის არმიის მიერ იქნება ოკუპირებული, უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს ამისთვის, რაც უზარმაზარ ადამიანურ ზარალს და ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა