საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი - მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას

ნახვები: 266 სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი - მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას

მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ჩიხი, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც საქართველოში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურებიან.

სენატორები მზადყოფნას გამოთქვამენ, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის დახმარებისთვის.

„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და მთლიანად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ისეთი ქვეყნის შენებაში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ჯინ შაჰინი აქვეყნებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა