ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თავდაცვის სამინისტრო ფულს არამიზნობრივად ხარჯავს

ნახვები: 250 თავდაცვის სამინისტრო ფულს არამიზნობრივად ხარჯავს

„2,000,000 ევროს (2012 წელს სამინისტროს მიერ გადახდილია 1,757,785 ლარი ავანსის სახით) ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმომ არარეზიდენტი კომპანიისგან შემდგომი მოდიფიკაციისთვის შეისყიდა 20 ერთეული ტექნიკა, თუმცა არსებული განმარტებებით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ტექნიკურ მახასიათებლებზე და აღნიშნული პროექტი შეჩერებულია, ხოლო საწარმოს მიერ შეძენილი ტექნიკა დღემდე "დელტას" საწყობში ინახება",- აღნიშნულია, სახელმწიფო აუდიტის, თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური ანგარიშში.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ თავდაცვის უწყებამ წინა წლებში ოპერაციების განხორციელების დროს მილიონობით ლარის არამიზნობრივი ხარჯი გასწია, მის დაქვემდებარებაში მყოფმა „დელტამ" კი 8.3 მლნ ლარი არამიზნობრივად დახარჯა.

უწყების მიერ აუდიტისთვის წარდგენილი დოკუმენტაციაში აღმოჩნდა, რომ 2011 წელს გარკვეული ტექნიკის შემოტანისა და წარმოების შესაძლებლობის შესწავლისთვის, უნდა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, "დელტამ" და ერთ-ერთმა პარტნიორმა არარეზიდენტმა კომპანიამ, დააფუძნეს ერთობლივი საწარმო. სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმოს გარკვეული სახის ტექნიკის შეუზღუდავი წარმოების ნებართვა უნდა მიეღო.

"2,000,000 ევროს (2012 წელს სამინისტროს მიერ გადახდილია 1,757,785 ლარი ავანსის სახით) ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმომ არარეზიდენტი კომპანიისგან შემდგომი მოდიფიკაციისთვის შეისყიდა 20 ერთეული ტექნიკა, თუმცა არსებული განმარტებებით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ტექნიკურ მახასიათებლებზე და აღნიშნული პროექტი შეჩერებულია, ხოლო საწარმოს მიერ შეძენილი ტექნიკა დღემდე "დელტას" საწყობში ინახება. ამავე პროექტის ფარგლებში, დელტას მიერ 4,568,178 ლარი გადარიცხულია პარტნიორი არარეზინდენტი კომპანიისთვის, ერთობლივი საწარმოს შექმნისა და ტექნიკის წარმოების შესაძლებლობის შესწავლისთვის",- აღნიშნულია, აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან ირკვევა ისიც, რომ 2019 წელს "დელტა" ჯართს დარღვევებით აბარებდა.

"ვერ დავრწმუნდით "დელტას" მიერ ჯართის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების სისრულესა და სიზუსტეში. აღნიშნული თავის მხრივ წარმოშობს ქონების დანაკარგების და არამიზნობრივი გამოყენების რისკებს," - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა