ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სარჯველაძე - ამნისტია არის პარტიების ერთგვარი ჟესტი

ნახვები: 298 მიხეილ სარჯველაძე - ამნისტია არის პარტიების ერთგვარი ჟესტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ის ზომები, რაც ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის არის განსაზღვრული, შესრულდეს.

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ მელია ამნისტიასთან დაკავშირებით შეხედულებას შეიცლის.

„კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ გარკვეული ხედვა საკითხების მიმართ, მათ შორის ნიკა მელიას. მაგრამ მეორეა ის ვალდებულებები, რომლებიც არის განსაზღვრული და იმ შეთანხმებამ შემოგვთავაზა, რომელსაც ხელი მოეწერა. ის აწესრიგებს ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. ყველაზე მეტად პასუხი უნდა ვეძებოთ მხარეთა მიერ საკითხების გადაწყვეტაში, იქ, რასაც ჰქვია შეთანხმება და რომელსაც ხელი მოეწერა. იქ საკმაოდ მკაფიოდ არის პასუხი გაცემული. მნიშვნელოვანია, რომ ის ზომები, რაც განსაზღვრულია, როგორც ამ სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე, ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის, შესრულდეს. მას ამაზე რასაკვირველია, თავისი განსაკუთრებული შეხედულება ექნება. ეს მისი უფლებაა. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ შეხედულებას შეიცვლის. „ამნისტიაზე" არ შეიძლება ვისაუბროთ იმის შესახებ, ვისი დანაშაული როგორი სიმძიმისაა. აქ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური შეთანხმებაა გაფორმებული და მის შინაარსს უნდა მივსდიოთ. ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია ის შეხედულებები და შეფასებები, რაც ინდივიდუალურად რომელიმე მხარეს შეიძლება, ჰქონდეს. როდესაც ამნისტიის აქტზე ვსაუბრობთ, ინდივიდუალიზებული არ არის ხოლმე. ამნისტია არ შეიძლება პერსონიფიცირებული და ინდივიდუალიზებული იყოს. იქ არის კონკრეტული კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ის ამნისტია, რომელზეც ერთად მუშაობა მოგვიწევს. ამნისტიის აქტის მხარდაჭერა მოგვიწევს ერთად როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ამნისტია, როგორც მექანიზმი, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. ეს არის ერთგვარი ჟესტი პატიების. კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ გავრცელდება და როგორი იქნება სხვადასხვა პირთა მხრიდან აღქმა, ეს მეორეხარისხოვანია. მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის დებულებები, რომელიც შეთანხმებითაა განსაზღვრული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე: „იმ შემთხვევაში, თუ მელია არ დათანხმდება ამნისტიას, აღსრულება როგორ მოხდება", სარჯველაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარეები რაზეც შეთანხმდენ, ის შესრულდეს,

„თუ სამართლებრივი მექანიზმები ისე განხორციელდება და სავარაუდოდ ასეც იქნება, კონკრეტულ პირს ექნება შესაძლებლობა, რომ გათავისუფლდეს, ეს ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვს აუცილებლობას, რომ უშუალოდ ამ პირისგანაც თანხმობა იყოს. თუ მას თანმხმობა არ ექნება, ასეთ შემთხვევაში ამან შესაძლოა, გარკვეული დისონანსი შეიტანოს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური მხარეები რაზეც შეთანხმდენ, ის შესრულდეს", - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა