მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

კარლ ჰარცელი - ქვეყნებისთვის, რომელთაც კანდიდატის სტატუსის მიღება სურთ, შემცირებულია კითხვების რაოდენობა

ნახვები: 317 კარლ ჰარცელი - ქვეყნებისთვის, რომელთაც კანდიდატის სტატუსის მიღება სურთ, შემცირებულია კითხვების რაოდენობა

კომისიას ოთხი კვირა აქვს კითხვარზე პასუხებისთვის, რაც პრინციპში საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რათა ჩქარა წავიდეს პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ელჩი აცხადებს, ევროკავშირმა პროცესი მაქსიმალურად დააჩქარა.

„ევროკავშირმა 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, თავისი მოსაზრებები გაეზიარებინა სამ განაცხადზე, ესენია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ეს პირველი ნაბიჯია ამ პროცესისა. რაც შეეხება დროში გაწერას, გრაფიკს, კომისიას ოთხი კვირა აქვს პასუხებისთვის, რაც პრინციპში საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რათა ჩქარა წავიდეს პროცესი. პასუხების შემდეგ, ფორმალური მოსაზრებები უკვე წავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან შემდეგ ნაბიჯზე“, – განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, შესაბამისად, ევროკავშირი ცდილობს, პროცესი სწრაფად წარმართოს.

„ეს არის განსაკუთრებული დრო და კომისია ცდილობს, უზრუნველყოს, რომ ასე განსაკუთრებულად სწრაფად განხორციელდეს ეს პროცესი. ევროკავშირი წინათ ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე განმაცხადებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც შეუძლია, ევროკავშირს განახორციელოს“, – განაცხადა ელჩმა.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა