ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზელენსკი - მინდა, შევახსენო მსოფლიო ლიდერებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება უკვე განიხილებოდა

ნახვები: 401 ზელენსკი - მინდა, შევახსენო მსოფლიო ლიდერებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება უკვე განიხილებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი დაჰპირდნენ მკაცრ და სწრაფ რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„დღეს ოკუპანტების მხრიდან გაჟღერდა ახალი განცხადება, რომელიც ადასტურებს მათ მიერ უკრაინისა და ჩვენი დამცველების წინააღმდეგ ტერორის ახალი ეტაპის დაწყებას. ოკუპანტების ერთ-ერთმა რუპორმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. მინდა, შევახსენო მსოფლიო ლიდერებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება უკვე განიხილებოდა და უკვე მაშინ ეს ნიშნავდა, რომ საჭიროა რუსეთის აგრესიაზე უფრო მკაცრი და სწრაფი რეაგირება. დღესვე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი გახდეს ისეთი, რომ რუსეთის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ სიტყვაც კი აღარ ისმოდეს. რუსეთის წინააღმდეგ სანავთობო ემბარგო აუცილებელია. ნებისმიერი ახალი სასანქციო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არ მოიცავს ნავთობს, მოსკოვში აღქმული იქნება ღიმილით“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა