ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი:ამნისტიის კანონის მიღებას, დაახლოებით, სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება

ნახვები: 330 შალვა პაპუაშვილი:ამნისტიის კანონის მიღებას, დაახლოებით, სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება

„ამნისტიის კანონის მიღებას, დაახლოებით, სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება," - განაცხადა დღეს, 21 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამნისტია მხოლოდ ნიკა მელიას კი არა, არამედ, 20 ივნისის მონაწილე ყველა იმ პირს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული.

„შეთანხმების ხელმოწერისთანავე შეთანხმების ხელმომწერი დეპუტატები შედიან პარლამენტში და აქტიურად ერთვებიან მუშაობაში. ეს ნათელია და ამაზე ყველა შევთანხმდით, მათ შორის, გუშინ საღამოს. ამიტომ დღეიდან ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე, რა თქმა უნდა, ეს პროექტი თანამშრომლობით იქნება შემუშავებული და სამშაბათს მოხდება ამ პროექტის ინიცირება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. მოხდება ინიცირება და იცით, რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა შევეცდებით შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით, სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად შევიმუშავებთ კანონპროექტს, იქნება სამუშაო შეხვედრა თუ „იმეილებით" გაცვლა, მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ: 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ახალ დოკუმენტს, რომელიც პოლიტპატიმრებსაც ეხება, ხელი ოპოზიციის ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ" მოაწერა. დოკუმენტისთის ხელი არ მოუწერიათ „ნაციონალურ მოძრაობას", „ევროპულ საქართველოსა" და „ლეიბორისტულ პარტიას".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა