ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში ლატვიელი პროფესორი გაიტაცა, დაკავებულია

ნახვები: 363 ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში ლატვიელი პროფესორი გაიტაცა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში ფულის გამოძალვის მიზნით ლატვიელი პროფესორი გაიტაცა. შემთხვევა 11 აპრილს მოხდა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს პროფესორთან და მის თანხმლებ პირთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც მან მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი მანქანიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ბრალდებულმა მგზავრებს მანქანიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან დარეკვა შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა