ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში ოპერაციის მიზნები და ამოცანები შესრულდება-პუტინი

ნახვები: 428 ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში ოპერაციის მიზნები და ამოცანები შესრულდება-პუტინი

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში ოპერაციის მიზნები და ამოცანები შესრულდება. 

ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა ასევე თქვა, რომ "უკრაინაში მზარდ ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო და ეს იყო დროის საკითხი". 

მისივე განცხადებით, "რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დროს მოქმედებს გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და ეფექტიანად". 

ვლადიმირ პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი არ გეგმავს დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციას. 

მისივე განცხადებით, რუსეთი ვერ მოითმენს რუსულენოვანი ადამიანების გენოციდს დონბასში. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო პირებს. ქალაქი მარიუპოლი კი ამ დრომდე ალყაშია. ის ადამიანები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები არ კლავენ, შიმშილით და უწყლობით იხოცებიან. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა