კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

TikTok-ს სასამართლოში უჩივიან

ნახვები: 173 TikTok-ს სასამართლოში უჩივიან

ჩინურ, სოციალური ქსელს და ვიდეობის გაზიარების ონლაინ-პლატფორმა TikTok-ს არასრულწლოვანთა ინფორმაციის მოპოვებასა და გამოყენების ბრალდებით სასამართლოში უჩივიან.

სარჩელი შეტანილია მილიონობით ბავშვის სახელით დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში, რომლებიც აპლიკაციას იყენებდნენ და სავარაუდოდ მათი ინფორმაცია უკანონოდ იქნა მოპოვებული და გამოყენებული.

კომპანიის განცხადებით, ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

იურისტები აცხადებენ, რომ TikTok-ი იღებს ბავშვების პირად ინფორმაციას, მათ შორის ტელეფონის ნომრებს, ვიდეოებს, ზუსტ ადგილმდებარეობასა და ბიომეტრიულ მონაცემებს, საკმარისი გაფრთხილების, გამჭვირვალობის ან კანონით გათვალისწინებული აუცილებელი თანხმობის გარეშე. ბავშვებმა და მათმა მშობლებმა არ იციან თუ, როგორ და რა მიზნებისთვის ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება.

ამის საპასუხოდ, TikTok-ში, განაცხადეს, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობა და უსაფრთხობა მათი მთავარი პრიორიტეტია.

"კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება TikTok- ის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გვაქვს ძლიერი პოლიტიკა, პროცესები და ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს ყველა მომხმარებლის და განსაკუთრებით ჩვენი თინეიჯერი მომხმარებლების დაცვას",- აღნიშნულია, განცხადებაში.

შეგახსენებთ: TikTok-ი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი აპლიკაციაა. მსოფლიოში TikTok-ს 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა