თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

კონკრეტული ვადები უნდა განისაზღვროს ევროკავშირის თითოეული სახელმწიფოსთვის, უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება-ზელენსკი

ნახვები: 397 კონკრეტული ვადები უნდა განისაზღვროს ევროკავშირის თითოეული სახელმწიფოსთვის, უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება-ზელენსკი

აუცილებელია, ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის განისაზღვროს კონკრეტული ვადები რუსული ენერგორესურსების გამოყენების შეზღუდვისთვის​. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე ძლიერი უნდა იყოს და არ არის საჭირო სანქციების მეექვსე, მეშვიდე ან მეათე პაკეტის შემუშავების ლოდინი.

 

პრეზიდენტის განცხადებით, მეექვსე პაკეტში შეტანილი უნდა იყოს ნავთობი და სანქციები უნდა დაწესდეს ყველა რუსულ ბანკზე.

 

„საბოლოოდ, კონკრეტული ვადები უნდა განისაზღვროს ევროკავშირის თითოეული სახელმწიფოსთვის, რათა რეალურად უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება. მხოლოდ ამ გზით რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია რეალური მშვიდობის ძიება, რომ ომი, პირველ რიგში, კატასტროფაა მათთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა