ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ფრიდონ ინჯია - ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია

ნახვები: 348 ფრიდონ ინჯია - ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, მივიღეთ კითხვარი ევროკავშირიდან, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე.

„კარგია, რომ ამ საქმეს პრემიერ-მინისტრი ჩაუდგება სათავეში. ევროკავშირში გაწევრიანება, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მომავლისთვის და რეგიონში მისი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად. უნიკალური შემთხვევა მოგვეცა და პროცესების დასაჩქარებლად, ვისაც რა შეუძლია, ყველამ მონაწილეობა უნდა მიიღოს“, – განაცხადა ინჯიამ.

დეპუტატმა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს მიმართა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. მათ შორის ბევრია განათლებული, პასუხისმგებლიანი ადამიანი. იმედი მაქვს, ისინი მალე გათავისუფლდებიან და შეუერთდებიან იმ ხალხს, რომელთაც მართლაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა