კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე:20 ივნისის ამნისტიის კანონი პერსონიფიცირებული ვერ იქნება

ნახვები: 159 მიხეილ სარჯველაძე:20 ივნისის ამნისტიის კანონი პერსონიფიცირებული ვერ იქნება

„20 ივნისის ამნისტიის კანონი პერსონიფიცირებული ვერ იქნება", -ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.

მისი თქმით, ამნისტიის დროს არ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ ვისი დანაშაული როგორი სიმძიმისაა.

„არ შეიძლება ვისაუბროთ იმის შესახებ, ვისი დანაშაული როგორი სიმძიმისაა. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოეწერა და მის შინაარსს უნდა მივსდიოთ. ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია ის შეხედულებები და შეფასებები, რაც ინდივიდუალურად რომელიმე მხარეს შეიძლება ჰქონდეს. როდესაც ამნისტიის აქტზე ვსაუბრობთ, ის არ შეიძლება პერსონიფიცირებული და ინდივიდუალიზებული იყოს. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელსაც ამნისტია უნდა აკმაყოფილებდეს. მისი მხარდაჭერა მოგვიწევს ერთად, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას", - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმი უნდა მოიძებნოს. რადგანაც ნიკა მელია კატეგორიულ უარს აცხადებს გირაოს გადახდის ნებისმიერ ფორმაზე, ამ დროისათვის მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით 20 ივნისის მოვლენების ამნისტია განიხილება, რაც მიუღებელია როფგორც საზოგადოების ერთი ნაწილის, ასევე „ნაციონალური მოძრაობისათვის". აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა პროკურატურის მიერ საქმის შეწყვეტის ინიციატივა გააჟღერა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა