ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რიონის ხეობის მცველები პრემიერისგან პასუხს პარასკევამდე ელოდებიან

ნახვები: 152 რიონის ხეობის მცველები პრემიერისგან პასუხს პარასკევამდე ელოდებიან

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს პარასკევამდე ელოდებიან. 

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დღეს, 21 აპრილს პირადად დაუკავშირდა გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე რომელმაც თქვა, რომ ამ დრომდე პრემიერთან მათი მოთხოვნების განხილვა ვერ მოახერხეს, რადგან ის ჯერ იზოლაციაში, შემდეგ კი მიშელთან შეხვედრაზე იყო.

რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისგან ითხოვენ იმ სამი პირობის შესრულებას, რომელიც მათ დიალოგის გაგრძელების წინაპირობად დააყენეს, ესენია ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა, ხელშეკრულების გაუქმება და პროტესტის მონაწილეებისთვის ნამახვანისკენ თავისუფალი გადაადგილების საშუალების მიცემა.

ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად, შემდეგ გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და ჩაკეტა თავისუფლად პროტესტის ჩატარების შესაძლებლობა.

,,მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება განხილვა პრემიერთან ამ საკითხის და მათგან პასუხი პარასკევს არცერთ შემთხვევაში არ გადაცილდება. ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით პარასკევს. თუ პირობები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. ამ ნაწილში ველოდებით პასუხს ასრულებენ პირობებს იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს თუ არა", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა