რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რომან გოცირიძე - ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი

ნახვები: 328 რომან გოცირიძე - ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი

შეძახილი „დატოვეთ პარლამენტი“ კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი.

თავის მართლების მოდური საბაბი გახდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის ფაქტი.

„ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი? ახლა თავის მართლების მოდური საბაბი გახდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის ფაქტი. თურმე პარლამენტია ყველაფერში დამნაშავე, თურმე გამარჯვებაში ხელს უშლიან ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტს ვერ ელევიან. დატოვებს ოპოზიცია პარლამენტს და ყველაფერი სხვანაირად იქნება. „პარლამენტი ოპოზიციის გარეშე“! – ესაა თურმე გამარჯვების ფორმულა.

არ იყო ოპოზიცია მთელი წლის განმავლობაში პარლამენტში და რატომ არ იყო ყველაფერი სხვანაირად? იქნებ პირიქითაა – ოპოზიციამ რომ დააკნინა პარლამენტის როლი, ხელიდან გაუშვა საპარლამენტო ბერკეტები, ამით დაასუსტა საკუთარი თავი და ახლა იმკის შედეგებს?

„ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ რა ხდება, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ პარლამენტში ყოფნა არის რაიმეს მომცემი“, – დაახლოებით ასეთი იყო ეკა კვესიტაძისა და „გირჩის“ წუხანდელი საუბრის მთავარი დედააზრი. მტკიცებულებათა ტვირთის უცნაური გადანაწილების მოდელი იქნა შემოთავაზებული.

„დავტოვოთ არალეგიტიმურად ეს ხელისუფლება და ყველაფერი მოგვარდება“! „ეს ხელისუფლება არჩევნებით ვერ შეიცვლება“! ეს და მსგავსი ლოზუნგები ვნებს პოლიტიკურ პროცესს, აჩენს ნიჰილიზმს და ხელს უწყობს არასწორი ორიენტირების დასახვას.

ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის საწინააღმდეგო მთავარი და გულუბრყვილო არგუმენტი არის ის, რომ თურმე საპარლამენტო მუშაობა ხელს უშლის ხელისუფლების სწრაფ ცვლილებას.

თუ არ წავა ეს ხელისუფლება არჩევნებით, რა გიშლის ხელს, გაუშვი მაშინ არაარჩევნებით? არ გამოდის? რატომ არ გამოდის, ამაზე პასუხი არ არის, ან თუ არის – არასწორი პასუხია. რაღაც ახსნა ხომ უნდა მოუძებნონ და პოულობონ კიდევაც არგუმენტების ისეთ კონსტრუქციას, როცა დამნაშავე არის „გარე ფაქტორი“ და არა „შიდა“. ახლა ეს განტევების ვაცი-ფაქტორი ოპოზიციის პარლამენტში ყოფნაა.

ანტისაპარლამენტო რიტორიკის მთავარი ქვეტექსტი ისაა, რომ თურმე „საპარლამენტო რუტინა“ ხელს უშლის ქუჩის მასობრივ საპროტესტო აქციებს და შესაბამისად რიგგარეშე არჩევნების მომწიფებას.

როდესაც მრავალფაქტორიანი პრობლემა დაგყავს ერთ, მეტად არასერიოზულ ფაქტორამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაქვს სწორად გააზრებული მოვლენის არსი და შესაბამისად ვერც სწორი გზის დასახვის უნარი გაგაჩნია, საბოლოო ჯამში კი ეს მორიგ მარცხს ნიშნავს.

დამარცხების ფორმულის ძიებაში ვართ გამუდმებით, როცა გამარჯვების ფორმულისათვის უნდა მიგვეგნო. ცუდი ისაა, რომ დამარცხების მიზეზებიც სწორად ვერ აგვიხსნია ამდენი წელია. არადა, საკმარისი რაოდენობის მარცხები დაგვიგროვდა, რათა აქედან დასკვნა გამოგვეტანა.

შეძახილი – „დატოვეთ პარლამენტი“ კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური. გარკვეულ მომენტში მართლა დავტოვებთ, მაგრამ მერე ესეც მარცხის მიზეზად იქნება დასახელებული. „დროზე რომ დაეტოვებინათ, ეს არ მოხდებოდა“! – ასეთი იქნება პოსტფაქტუმ აღმოჩენილი „მარცხის ფორმულა“.

სინამდვილეში საქმე ასე ფატალურად სულაც არ არის. ეს ხელისუფლება უკვე წასულია (როგორც იტყვიან, დროის საკითხია), ისევ ჩვენ თუ არ შევუწყვეთ ხელი დარჩენაში. თუ ასე მოხდა, ეს ის შემთხვევა იქნება, როცა მმართველმა პარტიამ კი არ გაიმარჯვა, არამედ ოპოზიციამ წააგო“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა