ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში-პუტინი

ნახვები: 392 რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში-პუტინი

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის საპასუხოდ, „რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა არქტიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლური ქმედებების გამო, დარღვეულია სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვი, რის გამოც რუსეთს შეექმნა გარკვეული სირთულეები.

 

„თქვენ იცით, რომ ახლა არამეგობრული ქვეყნების ქმედებების გამო, სატრანსპორტო ლოგისტიკური ჯაჭვების რიგი დარღვეულია. ზოგიერთი უცხოური კომპანია არასრულად ან საერთოდ არა ასრულებს კონტაქტით გათვალისწინებულ თავიანთ ვალდებულებებს. უდაოდ, მიმდინარე სიტუაციაში ეს ჩვენთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის. თუმცა გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფად ვიპოვოთ ალტერნატიული გადაწყვეტილებები, გრძელვადიან პერსპექტივაში კი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა გარე ფაქტორებისგან“, – განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთთან თანამშრომლობაზე და რუსულ ენერგორესურსებზე უარმა მილიონობით ევროპელს მიაყენა დარტყმა, აშშ-სა და ევროპაში უპრეცენდენტო ინფლაციაა.

 

„კვლავ გავუსვამ ხაზს, რომ დასავლურ ქვეყნების მხრიდან უარმა ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსულ ენერგორესურსებზე, მათ ნაწილზე მაინც, უარმა უკვე მიაყენა დარტყმა მილიონობით ევროპელს, გამოიწვია ნამდვილი ენერგეტიკული კრიზისი. ეს აისახება მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზეც. ყველგან იზრდება ფასები და ინფლაციაც ზღვარს სცდება, ამ ქვეყნებისთვის ამას უპრეცედენტო ხასიათი აქვს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

პუტინის თქმით, პრობლემებს აწყდება რუსეთიც.

 

„უდაოდ, ჩვენც ვაწყდებით პრობლემებს, თუმცა ჩვენთვის იხსნება ალტერნატიული შესაძლებლობები, ვარიანტები და შესაძლებლობების ფანჯრები. რაც შეხება რუსულ ნავთობს, გაზს, ქვანახშირს, ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მათი მოხმარება შიდა ბაზარზე, მოვახდინოთ ნედლეულის ღრმა გადამუშავების სტიმულირება, ასევე გავზარდოთ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში, სადაც ისინი ნამდვილად საჭიროა“, – განაცხადა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა