ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩემს უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას ბევრ საკითხში გავერკვიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს

ნახვები: 413 ჩემს უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას ბევრ საკითხში გავერკვიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს

მეც და ჩემმა უკრაინელმა კოლეგამაც საკუთარ განცხადებებში ვთქვით, რომ არსებული გაუგებრობები შეიძლება გაირკვეს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაციისას არაერთი საკითხი განიხილა, რომელშიც აზრთა თანხვედრა დაფიქსირდა.

„განსაკუთრებით, როცა საუბარი ეხება სხვადასხვა ინფორმაციას. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საქართველოში ხშირად ხდება დეზინფორმაციის პანიკური აწევა, ამის გატანა საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჰიბრიდული ომი ამას გულისხმობს, ჩართულნი არიან შიგნითაც ხალხი, რომლებიც საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება. კომუნიკაციას შეუძლია ბევრი რამის გამოსწორება, ჩემს კოლეგასთან საუბრისას ბევრ რაღაცაში გავერკვიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ გავერკვიეთ ყველაფერში, მეც მივაწოდე ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე. საპარლამენტო დონეზე ყველაფერში გავერკვიეთ. ამ ვითარებაში, როცა ომი მიმდინარეობს უკრაინაში, არ არის კარგი, რომ საქართველოში არ იმყოფება უკრაინის ელჩი და ეს მე ვახსენე კიდეც. ეს არ არის საპარლამენტო დონეზე გადასაწყვეტი საკითხი. იმედი მაქვს ამ კუთხითაც იქნება პროგრესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არანაირი ულტიმატუმი უკრაინის მიმართ არ ყოფილა.

„არანაირი პოზიციების შეცვლა არ ყოფილა, ეს არის მეორე უზუსტობა. მთავარი არის ერთი რამ, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით, რომ გარკვეული პრეტენზიები არ იყო სწორი, ჩვენ იქვე ვამბობდით, რომ მზად ვიყავით განმარტებები მიგვეცა. ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ. ჩვენ ღიად ვთქვით, რა არ მიგვაჩნდა სწორად, აქედან გამომდინარე მქონდა ჩემს კოლეგასთან კომუნიკაცია და აქედან გამომდინარე არის, რომ ვიზიტი შედგება. ჩვენ ბევრ რამეში გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და ბევრ რამეზე შევთანხმდით. პარლამენტი და პარლამენტარები თავისუფალნი არიან, თავად განსაზღვრონ საკუთარი დღის წესრიგი, მათ შორის ვიზიტები. რაც შეეხება ამ ვიზიტს, ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. შესაბამისად, დადგინდება დელეგაცია. ჩემი სურვილია, ეს იყოს ინტერპარტიული დელეგაცია. რაც შეეხება შემადგენლობას, გვექნება ამაზე საუბარი კოლეგებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა