კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიტანეთმა სანქციები დონბასში 178 "რუს სეპარატისტს" დაუწესა

ნახვები: 438 ბრიტანეთმა სანქციები დონბასში 178 "რუს სეპარატისტს" დაუწესა

დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციების პაკეტი რუს და რუსეთთან დაკავშირებულ 206 მოქალაქეს შეეხება. ბრიტანეთის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტულ რეგიონების 178 რუს სეპარატისტს.

სანქცირებულთა შორის არიან ალექსანდრ ანანჩენკო და სერგეი კოზლოვი, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ე.წ პრემიერმინისტრი და ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე.

„აღმოსავლეთ უკრაინაში მოქალაქეებზე საშინელი სარაკეტო თავდასხმის ფონზე, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც სეპარატისტულ რეგიონებში არასამართლებრივი ქმედებები დაგეგმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მათგანის მიზანში ამოღებას, ვინც ეხმარება და აქეზებს პუტინის ომს“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის ინფორმაციით, ახალი სანქციები სულ 206 ადამიანს შეეხება. მათ შორის არიან ოლიგარქების ოჯახის წევრები,  თანამშრომლები, დაახლოებული ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ 14 აპრილიდან დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს აკრძალავს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტს, რაც ომში შესაძლოა გამოიყენოს რუსეთმა.

„ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ პუტინის ომის მანქანის შეჩერების მისიას არ შევაჩერებთ“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა