თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩვენი ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის-ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 500 ჩვენი ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოთვალა ის მძიმე შეიარაღება, რომელიც უკრაინას რუსეთის შესაჩერებლად სჭირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„რუსეთის აგრესიისგან მსოფლიოს გმირულად დაცვის გასაგრძელებლად უკრაინას სჭირდება იარაღის კონკრეტული სია. მივმართავ მთელი მსოფლიოს მოქალაქეებს თხოვნით, დაგვეხმარეთ მათ მთავრობებამდე, პრეზიდენტების ადმინისტრაციებამდე, თქვენი ქვეყნების ხელმძღვანელებამდე უკრაინის რეალური საჭიროებების მიტანაში, რომლებიც ომის შეჩერებაში დაგვეხმარება. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მძიმე არტილერია, მძიმე ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები“, – განაცხადა ზელენსკიმ და ჩამოთვალა საჭირი შეიარაღების სია.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ გასაჯაროებულ სიაშია: 155 მილიმეტრის კალიბრის საარტილერიო დანადგარები და საბრძოლო მასალები; 152 მილიმეტრის კალიბრის საარტილერიო ჭურვები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო ავიაცია.

„სხვადასხვა ექსპერტები ამბობდნენ, რომ უკრაინა კვირაზე მეტხანს ვერ გაძლებდა, თუ რუსეთი შეიჭრებოდა. ჩვენ არა მხოლოდ შევძელით რუსული არმიის შეჩერება, ჩვენ ისინი უკუვაგდეთ! თუმცა ჩვენი ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის. ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო. პუტინი და მისი არმია ცვლიან თავის სტრატეგიას. ისინი აძლიერებენ თავიანთ ჯარებს, რომ უფრო ძლიერი ზეწოლა მოახდინონ ხარკოვზე და მთელ დონბასზე, მარიუპოლის ჩათვლით. რუსეთი არ აპირებს უკრაინაზე გაჩერებას. პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ღიად აცხადებს, რომ ევროპა არის „შემდეგი ლოგიკური სამიზნე“ უკრაინის შემდეგ. ან დასავლეთი დაეხმარება უკრაინას, გააჩეროს პუტინი ახლა, ან პუტინი გააგრძელებს რუსეთის იმპერიის გაფართოებას და ამის პარალელურად, ათასობით ქალისა და ბავშვის ხოცვას. მან უკვე გააკეთა ეს მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა