კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხელ-ფეხი გაგვეხსნა, ყოველგვარი დათქმების გარეშე ჩავიდეთ უკრაინაში-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 691 ხელ-ფეხი გაგვეხსნა, ყოველგვარი დათქმების გარეშე ჩავიდეთ უკრაინაში-მამუკა მდინარაძე

ვიმედოვნებთ, ოპოზიცია შეძლებს შეთანხმებას ერთმანეთში, რომ კარგი იქნება, თუ სამი ადამიანი ოპოზიციიდან ჩაერთვება ამ დელეგაციაში, ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აქცენტების გადატანა მეორეხარისხოვან თემებზე ხდება, რაც კარგი არ არის.

„ეს საკითხი ღიაა და სივრცე არის დარჩენილი, რათა გადაწყვეტილება მიიღოს ოპოზიციამ, შეძლონ, რომ სამი ადამიანი, რომელიც თავმჯდომარესთან ერთად იქნება დელეგაციის წევრი, წავიდეს უმრავლესობის წევრებთან ერთად და ამით დააფიქსირონ თავისი სოლიდარობა, აჩვენონ, ეს არ არის პიარი და რეალურად სურთ, სოლიდარობის გამოხატვა. ვიმედოვნებთ, ოპოზიცია შეძლებს შეთანხმებას ერთმანეთში, რომ კარგი იქნება თუ სამი ადამიანი ოპოზიციიდან ჩაერთვება ამ დელეგაციაში, ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. მაშინ, რატომ არა ოთხი, ორი, ან ერთი? – ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. წასვლა უნდა ყველას. შეიძლება, ადამიანი ვერ მოძებნოთ, ვისაც უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად წასვლა არ უნდოდეს. ვიხელმძღვანელეთ კრიტერიუმით – ავარჩიეთ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – არჩილ თაკალვაძე, წარმოშობით უკრაინელი დავით სერგეენკო და დიასპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ისედაც მჭიდროდ არის ჩართული ყოველდღიურად დიასპორის წარმომადგენლების მოკითხვაში, უკრაინის თემებში და ამის იქით გავჩერდით, თორე, წასვლა ყველას გვინდოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია თუ ბავშვური არგუმენტის გამო – მეც მინდა, მეც მინდათი გააფუჭებენ ამ თემას, ეს იქნება მხოლოდ დამაზიანებელი.

„არის ლოჯისტიკური და უსაფრთხოების საკითხები. როგორ წარმოგიდგენიათ, ომში ჩართულ ქვეყანაში 25-კაციანი დელეგაცია ჩავიდეს და მეც მინდა იძახონ. არასერიოზულია სამი არა, 25 წავიდეთო.

ომის პარტიის წარმომადგენლებთან დელეგაციებში სიარული დიდი შვება და სიამოვნება ჩვენთვის არ არის. ვერ წარმომიდგენია, ასეთ საკითხებში როგორ დალაგდე ომის პარტიის წარმომადგენლებთან. ამ პარლამენტში არიან სხვა ოპოზიციონერები, ვისთან ერთადაც მონაწილეობა კარგი იქნებოდა.

სანამ ომის პარტია და მათი პარტიული ტელევიზიები დაკავებული იყვნენ იმით, რომ შალვა პაპუაშვილი გაეშავებინათ, აღმოჩნდა, თურმე, პაპუაშვილი დაკავებული იყო სტეფანჩუკთან მუდმივი კომუნიკაციით, მასთან ონლაინშეხვედრით. მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მესიჯები მოვისმინეთ და ეს შემთხვევითი არ არის. ვამბობდით, რომ პოზიციების ცვლილება იქნებოდა საიმისოდ, რომ ნაბიჯები გადაგვედგა. მისასალმებელია რადას თავმჯდომარის პოზიცია, რაც გაახმოვანა შალვა პაპუაშვილთან და ინტერვიუს დროს. ხელ-ფეხი გაგვეხსნა, ყოველგვარი დათქმების გარეშე ჩავიდეთ და ჩვენი გულწრფელი ემოცია დავაფიქსიროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა