თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

20 ივნისს დაზარალებულთა ნაწილი ითხოვს, ამნისტია არ გავრცელდეს სამართალდამცველებზე

ნახვები: 254 20 ივნისს დაზარალებულთა ნაწილი ითხოვს, ამნისტია არ გავრცელდეს სამართალდამცველებზე

20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებული დემონსტრანტების ნაწილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში წერილი შეიტანა. ისინი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტის შინაარსს აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტით ცდილობს, აირიდოს 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებლობა. მათი მოთხოვნაა, არ მოხდეს 20 ივნისის მონაწილე პოლიციელებისა და ბრძანების გამცემი პირების გათავისუფლება.

„20 ივნისის აქციის დაზარალებულები ვითხოვთ, ევროკავშირის წარმომადგენლობას მივმართავთ დასახმარებლად, რომ შედგეს ისეთი შეთანხმება და ისეთი გზა გამოიძებნოს, რომელიც არ შელახავს კიდევ ერთხელ ჩვენს უფლებებს. მაშინ, როდესაც სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის ღამეს, ბევრმა ჩვენგანმა მიიღო ზიანი, მათ შორის მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა და სხვა ხელმომწერებმა ისეთი ზიანი მიიღეს, რომელიც მათ სოცოცხლეზე აისახება.

არ შეიძლება, ამნისტია შეეხოთ ისეთ ადამიანებს, აღმსრულებლებსა და ორგანიზატორებს, რომლებმაც აღასრულეს 20 ივნისის სისხლიანი ღამე. ეს არის არაადამიანური მოპყრობა, არაჰუმანური მოპყრობა და როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლის პრინციპებით, არ არის დასაშვები, რომ ამნისტია გავრცელდეს არაადამიანური და არაჰუმანური მოქცევის ჩამდენ პირებზე ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ამნისტია შეეხოთ, როგორც რიგით აღმსრულებლებს, პოლიციელების სახით, რომლებიც ასახიჩრებდნენ ადამიანებს, ისე ბრძანების გამცემ პირებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა