თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უკრაინამ მედვედჩუკის ოჯახის ქონება დააყადაღა

ნახვები: 382 უკრაინამ მედვედჩუკის ოჯახის ქონება დააყადაღა

უკრაინის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მედვედჩუკის ოჯახის ქონება დააყადაღეს

 

13 აპრილს ლვივის ლიჩაკივის რეგიონულმა სასამართლომ სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო პროკურორის ოფისის მიმართვის საფუძველზე მედვედჩუკის ოჯახის უძრავი და მოძრავი ქონება, დამატებით 154 ობიექტი დააყადაღა. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

დაყადაღებულ ქონებას შორისაა - 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 23 სახლი, 32 ბინა, 17 პარკინგის სივრცე და 1 მოტორიზებული იახტა.

 

ასევე 25 კომპანიაში კაპიტალის წილი ჩამოართვეს, რომელთა მფლობელიც მედვედჩუკის ცოლია.

 

აღსანიშნავია, რომ მედვედჩუკის ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ ჩაწერა ვიდეო მიმართვა თურქეთის პრეზიდენტისადმი, სადაც ერდოღანს ქმრის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს. მარჩენკოს თქმით მედვედჩუკი „უკანონოდაა მძევლად აყვანილი და უცნობ ადგილას ჰყავთ“.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგამოძიებო სამსახურებმა და პროკურორის ოფისმა, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აქამდეც დააკავეს და დააყადაღეს მედვედჩუკის იახტა და სხვა ქონება.

 

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერი, პუტინის შვილის ნათლია ვიქტორ მედვედჩუკს ღალატსა და ტერორისტულ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობაში ედება ბრალი.

 

ლიჩაკივის სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება 18 მარტს გადაწყვიტა.

 

უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.

 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის თქმით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა, რომ პუტინის მეგობარი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ.

 

რადას პრორუსი დეპუტატი მედვედჩუკი უკრაინაში მოსკოვის იდეების გამავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტი კი მისი შვილის ნათლიაა.

 

მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, მოგვიანებით გაიქცა მედვედჩუკიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა