კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინაში მივდივართ დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს-დავით უსუფაშვილი

ნახვები: 437 უკრაინაში მივდივართ დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს-დავით უსუფაშვილი

უკრაინაში მივდივართ პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმდჯომარე ხელმძღვანელობს, ქვეყანა უნდა წარმოვადგინოთ ერთად, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა და ბანა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ დღეს ჩამოყალიბდებიან, ვინ იქნება „ლელოს“ პარტიიდან დელეგაციის შემადგენლობაში.

„უკრაინაში რუსული აგრესიის პირველი დღიდან „ლელო“ იყო და რჩება მომხრე, საქართველო რაც შეიძლება ერთიანი, მობილიზებული და ერთ მუშტად შეკრული შეხვდეს საფრთხეს, რომელიც საქართველოსაც ემუქრება. უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. პირველი დღიდან, თვე-ნახევრის წინ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩაგვეტარებინა რიგგარეშე სხდომა, ერთიანი პოზიციები დაგვეფიქსირებინა, მიგვეღო რეზოლუცია და ასე შემდეგ. იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვრჩებით ამ პოლიტიკის ერთგული – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო სათანადოდ იყოს წარმოჩენილი ამ ვითარებაში, მისი პოზიიცა იყოს მკაფიო, მკვეთრი. მეორე, უკრიანასთან მიმართებით რაც შეიძლება მეტად შევძლოთ სოლიდარობის გამოხატვა.

ჩვენი პოზიცია იყო და რჩება, რომ ყველა ღონისძიებაში, ვიზიტია თუ რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა, „ლელო“ იქნება ჩართული ამ პროცესში. არ შევდივართ სხვა შიდაპოლიტიკური პრობლემების განხილვაში და ამ პრობლემების ჩართვაში ისეთ საკითხებთან, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ქვეყნის პოზიცია და ჩვენი ერთიანობის აუცილილებლობა. ეს პროცესი არის დინამიკური, ამიტომ როდის გადაწყდება ვიზიტი და რა ფორმატით, ჩვენ მზაობა დაფიქსირებული გვაქვს.  რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ პროცესის მიმდინარეობის კვალობაზე. დღეს ჩამოვყალიბდებით, ვინ წავა „ლელოდან“. „ოცნებასთან“ ერთად არ მივდივართ, მივდივართ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმდჯომარე ხელმძღვანელობს. ამ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთანაა ეს შეთავაზება, ამიტომ პარლამენტის წარმომადგენლობა მიდის. „ოცნებასთან“ აქ ვკამათობთ, ქვეყნის გარეთ უნდა წარმოვადგინოთ ერთად. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა და ბანა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა