ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

ნახვები: 349 მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანება „ძალა ერთობაშია" შ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ,- ამის შესახებ პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიაში" შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სატელეფონი კოდის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა. მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს საშუალებას აძლევს გამოწვევებს გაუმკლავდეს, შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში.

„დროშა, გერბი, ჰიმნი, არაკორუმპირებული პოლიცია, არმია, ეფექტური ინსტიტუტები, 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, უსაფრთხოება, წელში გატეხილი კრიმინალი, თითქმის ამოძირკვული კორუფცია, ეს ყველაფერი იმ წლების მიღწევაა. აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროა იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოქალაქის მოწონებას იმსახურებდა, განმტკიცდეს და ხელშეუხებელი გახდეს და ყველა ის შეცდომა, რომელიც პრეზიდენტისთვის დღესაც კი დარდი და წუხილია, საბოლოოდ იქნას აღმოფხვრილი და აღარასოდეს განმეორდეს. თუ გნებავთ საქართველო, რომელიც სწრაფი განვითარების გზაზეა დამდგარი, ხმა უნდა მისცეთ საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა კანდიდატს, მესამე პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგ ქალაქებში მერობის კანდიდატებამდე. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და იყოს პირისპირ თავის ხალხთან", - აღნიშნა ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა