თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საფრანგეთი მიესალმება პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას

ნახვები: 265 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საფრანგეთი მიესალმება პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას

საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ხაზგასმულია მოლაპარაკებების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონისა და საქართველოს პრეზიდენტის როლი.

„საფრანგეთი მიესალმება 19 აპრილს პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. შეთანხმების ხელმომწერებმა აირჩიეს კომპრომისი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ისინი ამთავრებენ კრიზისს, რომელიც ქვეყანას რამდენიმე თვის განმავლობაში თან სდევდა. საფრანგეთი ხაზს უსვამს ამ შეთანხმების ფასილიტაციაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესრულებულ როლს. საფრანგეთი აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და მისი პირადი დესპანის, კრისტიან დანიელსონის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ეს სერიოზულ მონიტორინგს გაუწევს შეთანხმების შესრულების პროცესს, რაც ქართველ ხალხს მისცემს საშუალებას, გაერთიანდეს და უპასუხოს მიმდინარე გამოწვევებს. შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს. ძლიერი დემოკრატია ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას, განამტკიცოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა