Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

კითხვარი რომ გამოქვეყნდება, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დაჯდეს და შეავსოს-პაპუაშვილი

ნახვები: 413 კითხვარი რომ გამოქვეყნდება, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დაჯდეს და შეავსოს-პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით არც ერთ ქვეყანაში ოპოზიცია ისტერიას არ აწყობს.

მისივე თქმით, საქართველოში კარგად ჩანს საკითხისადმი ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება.

„კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები, უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობა აპირებს კითხვარის გასაჯაროებას. ძალიან კარგია ეს, რადგან ყველა ნახავს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ კითხვარი შეივსოს. ვხედავთ, აქაც ცდილობენ, რომ ყველაფრის გარშემო შექმნან ეჭვების ბურუსი. რა ეჭვები აქვთ, არ ვიცი. წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას. სხვათა შორის, არც უკრაინაში, არც მოლდოვაში ეს კითხვარი გასაჯაროებული არ არის. როგორც წესი, სტანდარტია, რომ არ საჯაროვდება. ასეთ ისტერიას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპოზიცია არ აყენებს.

სამწუხაროდ, ჩვენთან კიდევ ჩანს ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება, რომ ისტერიაშია ყველა სკაითხის გარშემო. გასაჯაროდება კითხვარი და ყველა ნახავს, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთამ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ კითხვარზე, დაჯდეს და შეავსოს.

„ერთადერთი შეთავაზება მექნება, ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება და ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა მასზე, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით. კითხვარი ხომ იქნება და შეუძლიათ თავად დაწერონ პასუხები “, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა