კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი: ამნისტია ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ეს იყო ევროკავშირის ინიციატივა

ნახვები: 198 გურამ მაჭარაშვილი: ამნისტია ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ეს იყო ევროკავშირის ინიციატივა

ამნისტია ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ეს იყო ევროკავშირის ინიციატივა, რადგანაც ოპოზიცია ითხოვს რაღაც ფორმით ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლას, - განუცხადა თემის კომენტირებისას საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს იყო მათი კატეგორიული მოთხოვნა და დღეს, როცა ევროკავშირის ასეთი ჩართულობით დოკუმენტი შეიქმნა, განცხადებები, რომ ამნისტია არ სურთ, სულ მცირე, უხერხულია მათი მხრიდან. ამნისტია არ იყო ჩვენი მიზანი და არც მოთხოვნა. ამას დავთანხმდით, რადგან ევროკავშირმა და ამერიკამ ჩვენი ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე გვთხოვეს, იქნებ, ნიკა მელიასა და 20 ივნისთან დაკავშირებულ პირებზე ამნისტია მომხდარიყო. ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი", - განაცხადა დეპუტატმა.

გურამ მაჭარაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა 20-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიასთან დაკავშირებით არასამთავრობოების პოზიციაზეც.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას, რომ ამას მხარი არ დაუჭირონ, ეს სულ მცირე უხერხულია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო ინსტიტუციებისა შემდგარ დოკუმენტთან რომ მოდის წინააღმდეგობაში, არარელევანტურია. როგორც ჩანს, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია იმ დონეზე გავიდა, რომ აკონტროლებს და ზედამხედველობს საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ შემდგარ დოკუმენტს; საიდან აქვთ ასეთი ამბიცია ან სტატუსი, ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ჩანს, იმ დონეზე გავიდნენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუციების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და უფრო მეტიც, პოლიტიკურ შეთანხმებას აკონტროლებენ. ეს, სულ მცირე, უხერხულია. არც ევროკავშირს და ქართულ საზოგადოებას მათი პოზიცია არ აინტერესებს, მთავარია, დოკუმენტის აღსრულებას არ შეეშალოს ხელი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა