კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 377 მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარელში ჟურნალისტებს სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაიცავს ყველა მოქალაქეს და უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.

„ერთი რამ მინდა, გითხრათ, არაკეთილისმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ასე შემდეგ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ დავიცავთ ყველა მოქალაქეს, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაციები, როცა საჭირო იქნება ინფორმაციის გამჟღავნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ, მხოლოდ ამის შემდგომ ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა