ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მარიუპოლში რუსეთის სადესანტო ოპერაციის მზადება მოწმდება - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

ნახვები: 413 მარიუპოლში რუსეთის სადესანტო ოპერაციის მზადება მოწმდება - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის მიერ მარიუპოლში საზღვაო სადესანტო ოპერაციისთვის შესაძლო მზადების შესახებ ინფორმაცია მოწმდება.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერი ახორციელებდა საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე, იყო თავდასხმები საზღვაო პორტზე. ჩვენ ასევე ვამოწმებთ ინფორმაციას მტრის საზღვაო დესანტისთვის მზადების შესახებ... მარიუპოლი მედგრად დგას, შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავს მას. მნიშვნელოვანია მარიუპოლის როლის გაცნობიერება ახლა, რადგან, ფაქტობრივად, ის არის ფარი, რომელიც იცავს უკრაინას. მთელი რუსული ჯარი იქ არის თავმოყრილი, ისინი უფრო შორს არ მიდიან უკრაინის სხვა რეგიონებში", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა.

როგორც აღინიშნა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 10 შეტევა მოიგერიეს.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ხარკოვში სტაბილურად მძიმე ვითარებაა: ქალაქის ნაწილი გადაკეტილია, ქალაქზე მტრის იერიში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, მარიუპოლი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის რუსეთის აგრესიის გამო. აგრესორი ბომბავს უიარაღო მოსახლეობას და ბლოკავს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

მარიუპოლის მერმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ ქალაქში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის ცნობით, რუსებმა მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი განალაგეს, რათა ქუჩებიდან დაღუპული მაცხოვრებლების ცხედრები ამოეღოთ.

დამპყრობლები მარიუპოლის მცხოვრებლებს უკრაინულ პასპორტებსაც ართმევენ და იძულებით გადაჰყავთ რუსეთში და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში.

დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება ალყაში მოქცეულ მარიუპოლში.

აზოვის პოლკის, მოტომსროლელი ბრიგადის და საზღვაო ქვეითების ჯარისკაცები აგრძელებენ მარიუპოლის დაცვას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა