რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს ქვეყანაში მომდევნო კვირაში ჩამოასვენებენ-უკრაინაში საქართველოს ელჩი

ნახვები: 477 16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს ქვეყანაში მომდევნო კვირაში ჩამოასვენებენ-უკრაინაში საქართველოს ელჩი

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული მებრძოლების საქართველოში გადმოსვენება მომდევნო კვირაში განხორციელდება.

როგორც ელჩი აცხადებს, სავარაუდოდ, დაღუპულებს ქვეყანაში 20-21 აპრილს გადმოასვენებენ.

„წინასწარ ყველაფერი დალაგებულია, როგორ მოხერხდება მათი გადმოსვენება. დღეს დნეპროპეტრივსკიდან გადმოიყვანენ კიევში სადაც ხვალ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, დასრულდება საბუთების გაფორმება და ყველა საჭირო ტექნიკური დეტალი დაზუსტდება კიდევ ერთხელ, ზეგ უკვე გამოემართება მანქანა ლვოვის და შემდეგ ვარშავის მიმართულებით, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს თუ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით შესრულდა, მოხერხდება მათი გადმოსვენება საქართველოში. ჯერჯერობით არ ველოდებით რაიმე შეფერხებას, დიდი გზაა გასავლელი, შესაბამისად, ჯერ ზუსტად ვერ ვამბობთ გრაფიკს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დიდი ალბათობით მოხერხდება მათი თბილისში გადმოსვენება. უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების რეგიონში დაიღუპა ფრონტზე ერთ-ერთი მოქალაქე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, დასახმარებლად და სხვა საჭიროების გამო მიემართებოდნენ კიდევ ორი მებრძოლი, რომლებიც შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპნენ, ეს იყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩვენი ინფორმაციით, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, კიდევ სამი ქართველი დაიღუპა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხერხდეს მათი გადმოსვენება“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩის ინფორმაცით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება დაჭრილს არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა