ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინაში ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი-დავით სერგეენკო

ნახვები: 459 უკრაინაში ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი-დავით სერგეენკო

ვფიქრობ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დახურულია და თუკი დარჩა რამე საკითხი, უკვე პოზიტიური მოგვარების გზაზეა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

„ვიზიტის დაგეგმვის დროს ჩვენ გვქონდა მოლოდინები ორი მიმართულებით. პირველი, ეს იყო საქართველოს სოლიდარობის გამოხატვა უკრაინისადმი. მეორე, ეს მოგვცემდა საშუალებას, არსებული გაუგებრობები მოგვარებულიყო. შეხვედრის შედეგად, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა რადაში, უკვე ცხადად ჩანდა ნიშნები, რომ ამ შეხვედრამ ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ. მათი განწყობა შეხვედრის დაწყებიდან დასასრულამდე მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი, ამიტომ ეს ვიზიტი თავისთავად იყო უმნიშვნელოვანესი არა მარტო ხანმოკლე პერსპექტივაში, ახლა სოლიდარობით, არამედ სამომავლოდ ქვეყნების ურთიერთობის ჭრილში. გაუგებრობების უდიდესი ნაწილი იქვე გაირკვა და ამოიწურა. თუ დარჩა რაიმე მიმართულება, მაგალითად სანქციების მხარდაჭერა-არმხარდაჭერის მიმართულებით, შალვა პაპუაშვილმა ძალიან მკაფიო და ცხადი განმარტებები გააკეთა, რაც მათთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დახურულია და თუკი დარჩა რამე საკითხი, უკვე პოზიტიური მოგვარების გზაზეა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა