მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ არყოფნა მხოლოდ მათ სისუსტეზე მეტყველებს-გიორგი ხოჯევანიშვილი

ნახვები: 471 „ნაციონალური მოძრაობის“ არყოფნა მხოლოდ მათ სისუსტეზე მეტყველებს-გიორგი ხოჯევანიშვილი

ჩვენ, მრავალპარტიული დელეგაციის შემადგენლობამ დავაფიქსირეთ მთელი ქვეყნის პოზიცია სოლიდარობის კუთხით, თუმცა ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო ამ დელეგაციის შემადგენლობაში, მხოლოდ მათ სისუსტეზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების შესახებ და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ დრომდე არ ჰყავდა მივლინებული უკრაინაში ოფიციალური დელეგაცია, რომელიც მხარს დაუჭერდა უკრაინას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ვიზიტისას შედგა შეხვედრა რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანუკთან, იყო საქმიანი, მეგობრული საუბრები. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. რა თქმა უნდა, მორალურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ, დელეგაციის თითოეულმა წევრმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მებრძოლებს იმ ბრძოლაში, რომელიც არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა. ეს არის დასავლეთის, ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნაზე უარს, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც არის ზეპარტიული.

„ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს გაჯიბრებითობის პრინციპით, სცადა ცალკე ვიზიტის განხორციელება. რა თქმა უნდა, ჩვენ, მრავალპარტიული დელეგაციის შემადგენლობამ დავაფიქსირეთ მთელი ქვეყნის პოზიცია სოლიდარობის კუთხით, თუმცა ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო ამ დელეგაციის შემადგენლობაში, მხოლოდ მათ სისუსტეზე მეტყველებს“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა