ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზელენსკი - რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია

ნახვები: 377 ზელენსკი - რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია

რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ადამიანები სავარაუდოდ რუსეთში გადაიყვანეს, თუმცა უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

„რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ძალით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. რა დაემართათ, არ ვიცით, სად არის მათი დოკუმენტები, არ ვიცით. მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია, ეს ვიცით, მაგრამ როგორ არიან, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. გავიგეთ, რომ ხუთი ათასი ბავშვია დეპორტირებული ამ რეგიონიდან რუსეთში. ეს ძალიან მძიმე და რთული საკითხია. არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც უნდა გადავამოწმოთ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე არც იმის თქმაა შესაძლებელი, რამდენი ადამიანია დარჩენილი მარიუპოლში.

„ერთი ვერსიით, ქალაქში 50-60 ათასი ადამიანია დარჩენილი, მეორე ვერსიით 100 ათასი. არის ასეთი ინფორმაციაც, რომ შესაძლოა იქ დარჩენილი 20-30 ათასი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა