ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იტალიის პრემიერ-მინისტრი - პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს

ნახვები: 401 იტალიის პრემიერ-მინისტრი - პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს.

„სატელეფონო საუბარში პუტინს ვუთხარი, ვრეკავ იმისთვის, რომ ვისაუბრო მშვიდობაზე. ვკითხე მას – „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ საკითხის გადაჭრა“. მან მიპასუხა – „ამის დრო ჯერ არ მოსულა“. მე ვეუბნებოდი – „მიიღეთ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება“. და ისევ : „არა, ამის დრო ჯერ არ დამდგარა“. შემდეგ მან ამიხსნა გაზის საფასურის რუბლში გადახდის საკითხი, რომელიც მაშინ შემოღებულიც კი არ იყო. ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში შევხვდებოდით. შემდეგ დადგა ბუჩას ჯოჯოხეთი. ვიწყებ ფიქრს, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, ეს დროის ფუჭი კარგვაა. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვაგრძელებ მტკიცებას, რომ როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი, ის მართალია, როცა დიალოგისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებს. მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ომის საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ის, რაც ბავშვებსა და ქალებს გაუკეთეს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებსა და სატელეფონო ზარებზე“,- განაცხადა იტალიის პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა