ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა

ნახვები: 440 თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ გამოიყენეს საბრძოლო თვითმფრინავები, ვერტმფრენები და დრონები და მიზანში ამოიღეს როგორც ბანაკები, ისე საბრძოლო მასალის საწყობები.

ეს სამხედრო მოქმედება ერაყსა და სირიაში, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და სირიელი ქურთული YPG მილიციის წინააღმდეგ თურქეთის ხანგრძლივი კამპანიის ნაწილია. ამ ორგანიზაციებს თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის ფოკუსი იყო ერაყის მეტინაზე, საპსა და ავასინ-ბასიანის რეგიონებზე. ოპერაციაში, საჰაერო ძალებთან ერთად, სპეციალური ძალები მონაწილეობდნენ. 

"ჩვენი ოპერაცია ისე წარმატებით მიმდინარეობს, როგორც იყო დაგეგმილი". - ციტირებს თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს სამთავრობო მედია ანადოლუ.

სამინისტროს განცხადებით, ქმედება, სახელწოდებით ოპერაცია Claw Lock, "მიზნად ისახავდა "ტერორისტული თავდასხმების პრევენციას" და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ PKK ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავდა".

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულია.

თურქეთი რეგულარულად ესხმის თავს ჩრდილოეთ ერაყს, რეგიონს, სადაც ის მუდმივად აგზავნის შეიარაღებულ რაზმებს თავისი აგრესიის განსახორციელებლად.

PKK თურქეთს იარაღით 1984 წლიდან დაუპირისპირდა. მას შემდეგ კონფლიქტში 40 ათასი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის ოფიციალური პირები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიას მხარს ოფიციალური ბაღდადი უჭერს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა