კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მადლობა გადაუხადოს-რომან გოცირიძე

ნახვები: 441 ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მადლობა გადაუხადოს-რომან გოცირიძე

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მადლობა გადაუხადოს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან უკრაინაში კინწისკვრით გავაგდეთ და უკრაინელებიც შეგვეშველნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ კმაყოლფილია, რომ უკრაინაში დელეგაცია ჩავიდა.

„აქედან ჩვენ ვიყავით, იქიდან ხელში ჩაავლეს, ჩაიყვანეს და ახლა კმაყოფილი არიან, რა კარგია, რომ მრავალპარტიული დელეგაცია ჩავედითო. კარგია, რომ ეს იყო საპარლამენტო დელეგაცია და არა ცალკე ფრაქციები. ტრიუკები ჩაატარეს, რომ თურმე, ტერორისტულ აქტს ვუწყობდით მაღალი თანამდებობის პირს. როგორ შეიძლება, სუს-მა ეს ვინმეს დააბრალოს. ხალხს იმდენად არ სცემენ პატივს, ბრიყვები ჰგონიათ, რომ დაიჯერებენ, კიევში ჩასულ პაპუაშვილს ვინმე ტერაქტს მოუწყობს. ყველანაირად ეცადნენ, რომ ჩვენ არ წავსულიყავით. დაიწყეს ის ინტრიგები, რაც ბოლოს სუს-ის განცხადებით დასრულდა. ასეთი განცხადებების შემდეგ უკრაინაში წასვლა გასაკვირი იქნებოდა. უკრაინაში წასვლას ჩვენ მოვუწოდებდით, მათ შორის პრემიერს, პრეზიდენტს. ამის ინიციატორები ჩვენ ვიყავით. რაც შეეხება ჩვენი პარტიის წევრების უკრაინაში ჩასვლას, ერთი კვირის წინ ხატია დეკანოიძე იყო, შემდეგ სხვები. ჩვენი მხრიდან მუდმივი მიმოსვლა უკრაინაში“, – განაცხადა გოციორიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა