ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გაზარდოს სოციალური დახმარება ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის

ნახვები: 354 გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გაზარდოს სოციალური დახმარება ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის

გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ 100-დან 150 ლარამდე.

„მთავრობის გადაწყვეტილება, გაზარდოს სოციალური დახმარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა სიღარიბის შემცირებისათვის საქართველოში“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზნით.

მათივე ცნობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, რათა ბავშვებმა საქართველოში ისარგებლონ უკეთესი განათლებით, გაიზარდოს მათი სოციალური ინკლუზია და მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრული განვითარება.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდის ბოლო „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლა უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს და ბავშვის დანამატთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას. ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებთ, მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის შედეგად შემცირდა მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავალი. შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით, შინამეურნეობები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ კვების გარდა, სხვა საოჯახო ხარჯების შემცირებას, დანაზოგების გამოყენებას, კვებაზე ხარჯების შემცირებას და ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან. უღარიბესი მოსახლეობის 20%-ს არ შეეძლო ბავშვების უზრუნველყოფა სხვადასხვა აუცილებელი ნივთით ან საშუალებით: უღარიბესი ოჯახების 45%-ს არ შეეძლო ბავშვების მომარაგება ფეხსაცმლით, 36%-ს – ტანსაცმლით; 41%-ს – პროტეინით მდიდარი საკვებით; 30%-ს ასაკის შესაბამისი წიგნებით; 53%-ს – სათამაშოებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა