ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე - ქუჩაში გავიდეთ და დავინახავთ, რისი მუხტი არსებობს

ნახვები: 308 გიორგი ვაშაძე - ქუჩაში გავიდეთ და დავინახავთ, რისი მუხტი არსებობს

„სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს მკაფიოდ გამოხატული საკუთარი სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ამ გეგმებს არ გადავუხვევთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას თუ აქვს სამოქმედო გეგმა, განხორციელებაში ხელს არ შეუშლის.

ვაშაძემ უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.

„აქციებს, პროტესტს რაც შეეხება, ეს ყველაფერი არის საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. მთავარი პრინციპი, რაც უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის, არის თავდაუსხმელობის პრინციპი ერთმანეთთან მიმართებით. ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ავიწყდება ხოლმე და „ქართულ ოცნებაზე“ შეტევის ნაცვლად, შეტევას ახორციელებს ოპოზიციურ პარტიებზე. ეს არის ყველაზე დიდი სამსახური, რომელსაც ასეთი პოლიტიკური ძალები უწევენ „ოცნებას“. ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას თუ აქვს სამოქმედო გეგმა, ნამდვილად არ შევუშლი ხელს, რადგან „ქართული ოცნება“ ჩამოსაშორებელია. ჩემი ნება რომ იყოს, რიგგარეშე არჩევნებს აუცილებლად დავნიშნავდი, რადგან ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს დაჩქარებული წესით ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. „ქართული ოცნება“ არის წინაღობა ამ ინტეგრაციის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება და ამ ეტაპამდე მივლენ.

„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ყველაფერი ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ. დარწუნებული ვართ, აქამდე მივალთ. როცა მივალთ, თქვენც დაინახავთ, უთქვენოდ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. მუხტი არსებობს, მუხტი არ არსებობს – ქუჩაში გავიდეთ და ყველა დავინახავთ, რისი მუხტი არსებობს“, – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა